მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“გრანადა” – “ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“გრანადა” – “ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

დანი ალვესი: “მესისთან ერთად თამაში სიმშვიდეს გმატებს. ეს მოედანზე მოქმედებას გიადვილებს. მოედნის ცენტრში მჭიდრო თამაშმა საშუალება მოგვცა უკანა ვინგერები აქტიურად ჩართულიყვნენ შეტევაში. ჩვენ მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს ჩემპიონატში, თუმცა სათამაშო კიდევ ბევრი თამაშია. “მილანთან” შეხვედრის წინ გამარჯვება პოზიტივს გვმატებს“.

სერხიო ბუსკეტსი: “ისინი მთელი მატჩი თავს იცავდნენ და რთული იყო გაშვებული გოლის შემდეგ ზეწოლის გაზრდა. მეორე ნახევარში სიმშვიდე შევინარჩუნეთ და დავჯილდოვდით. ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით ადრიანოს შესახებ, ბარსელონაში ჩაფრენის შემდეგ გავიგებთ მისი ტრავმის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია გუნდისთვის. ლეო ყოველ დღე უმჯობესდება, ის მსოფლიოში საუკეთესოა. ჩვენ მოხარულები ვართ ჩემპიონთა ლიგაში კვლავ თამაშის გამო. ჩვენი მიზანია განმეორებითი შეხვედრის წინ კარგი შედეგის მიღება“.

სესკ ფაბრეგასი: “ჩვენ პირველ ტაიმში მეტს ვიმსახურებდით, ჩვენ დიდებული მატჩი ჩავატარეთ. მეორე ტაიმში სწრაფი გოლი გადამწყვეტი იყო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ იმავე სტილში გავაგრძელეთ თამაში და მეორე გოლმა დაგვამშვიდა. “გრანადამ” ძალიან კარგად ითამაშა. ისინი შეტევის დროს ისინი ძალიან მცირე ადგილს გიტოვებენ“.

ჟორდი ალბა: “მათ შესანიშნავი მოთამაშეები დაიმატეს ზამთარში და ეს აისახა თამაშზე. თამაშის ბედი მესიმ გადაწყვიტა. 301 გოლი… ვინ კი რამეს იტყვის მისი გაჩუმება მარტივად შეიძლება“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში