ორშაბათს, კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი ფორვარდი დავიდ ვილია საავადმყოფოში გადაიყვანეს ტკივილების გამო, მიზეზი თირკმელში კენჭის გავლა იყო. ფეხბურთელმა უკვე გაიარა შესაბამისი სამკურნალო პროცესები და კენჭი მოშორებულია. ამის შემდეგ, ვილია ბარსელონას ერთ-ერთი საავადმყოფოდან გამოწერეს.
ოთხშაბათს, “ელ გუახე” ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს და მისი პროგრესი გვიჩვნებს, მოახერხებს თუ არა ფეხბურთელი “გრანადასთან” მატჩში მონაწილეობის მიღებას.


