workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუენკას დებიუტი და საგოლე პასი

კუენკას დებიუტი და საგოლე პასი

“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფ ახალგაზრდა შემტევს, ისააკ კუენკას, “აიაქსის” შემადგენლობაში, წარმატებული დებიუტი ჰქონდა.

როგორც იცით, 21 წლის ფეხბურთელი ამსტერდამულ კლუბში ცოტა ხნის წინ გაანათხოვრეს. დღეს, კუენკას დებიუტი შედგა, რომელიც კლუბისთვის წარუმატებელი, მაგრამ პირადად მისთვის წარმატებული გამოდგა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი “აიაქსი” ერთ-ერთ აუტსაიდერ “როდას” მასპინძლობდა და ბუნებრივია, ამსტერდამელებისთვის მოგების გარდა ყველა შედეგი მიუღებელი იყო.

კუენკამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 54-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, კატალონიელმა მეტოქის საჯარიმოში ძალიან კარგად ითამაშა და ბლინდს გამათანაბრებელი გოლი გაატანინა.

კუენკამ მოედანი 62-ე წუთზე დატოვა, ხოლო შეხვედრა 1:1 დასრულდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward