მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გოლეადორი ასტურიიდან, “დიდი ბავშვი”

გოლეადორი ასტურიიდან, “დიდი ბავშვი”

ადრეული წლები
ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და მოქმედი თავდამსხმელი დავიდ ვილია სანჩესი, ესპანეთის ჩრდილოეთით პატარა სოფელ, ტუილაში 1981 წლის 3 დეკემბერს დაიბადა. ბავშვობაში პატარა დავიდმა უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და მის საფეხბურთო მომავალზე საუბარი უბრალოდ ზედმეტი იყო. ხოსე მანუელ ვილიას, მამის დამსახურებით და ულევი შრომის შემდეგ დავიდმა ყველა დაბრკოლება დასძლია და მიღებული დაზიანება მოირჩინა. მან ორივე ფეხით შესანიშნავად აითვისა თამაში.  
დღეს ვილია იხსენებს საკუთარი მამის მხარდაჭერას ავადმყოფობის პერიოდში: “ის მაძლევდა ბურთს ისევ და ისევ. სულ ცდილობდა, რომ მარცხენა ფეხი მუდამ აქტიური ყოფილიყო. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მოტეხილობის შემდეგ ჩემი ფეხი გიფსში მქონდა. მხოლოდ 4 წლის ვიყავი და კარგად მახსოვს, რა ხდებოდა ჩემს თავს განსხვავებული ვარჯიშების შემდეგ საფეხბურთო მოედანზე.” 
ვილიამ აღიარა, რომ იგი აპირებდა მიეტოვებინა ფეხბურთი, მაგრამ მშობლების დამსახურებით საბედნიეროდ ასე არ მოხდა.
 
“ბარსელონა” 2010-… 


ვილიას კარიერა “ბარსელონაში” 2010 წლიდან დაიწყო, როცა 28 წლის ფეხბურთელი მაისში “ბარსელონაში” მოსული ახალი პრეზიდენტის პირველი შენაძენი აღმოჩნდა. ესპანელი ბრწყინვალედ გამოვიდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე. იგი ტურნირის ბომბარდირი გახდა 5 გოლით (რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად), საბოლოოდ კი ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ვილიას წვლილი ამაში საკმაოდ დიდი იყო. 

“ბარსელონას” მაისური ვილიამ პირველად “ესპანეთის სუპერთასზე” მოირგო “სევილიის” წინააღმდეგ, ხოლო გუნდში სადებიუტო გოლი გამპერის თასზე იტალიურ “მილანს” გაუტანა. 29 აგვისტოს კი პრიმერა დივიზიონის მატჩში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა “ბლაუგრანას” მაისურით. “ელ გუახემ” ბრწყინვალე თამაში აჩვენა “ელ კლასიკოშიც” სადაც “რეალის” განადგურებაში (5:0) დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი დუბლით.

ახდენილი ნატვრა და “უემბლის” ფინალი…

2011 წელი ვილიასთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა მის კარიერაში, “გუახემ” თავისი საფეხბურთო კარიერის მთავარი ოცნება აისრულა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, “მანჩესტერის” კარში გატანილი გოლი მის კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე კი 4 გოლი შეაგდო.

წარუმატებლობა და უმძიმესი ტრავმა…

ვილიასთვის, მეორე სეზონი კლუბში საკმაოდ უიღბლო გამოდგა, რომელიც მისმა ტრავმამ განაპირობა. 2011 წლის დეკემბერში ვილიამ უკვე 30 წლის ასაკში მიიღო უმძიმესი ტრავმა რომლის შედეგად მას ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა. “გუახემ” გამოტოვა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი.

ვილიას არაჩვეულებრივი “ქამბექი“…

2012 წლის ივლისში ვილიამ ვარჯიშის უფლება მიიღო, ფეხბურთელის დებიუტი 11 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში შედგა, იგი ბუქარესტის “დინამოს” წინააღმდეგ მატჩში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. ოფიციალურ მატჩში კი დავიდმა პირველივე მატჩში “სოსიედადის” კარი აიღო. ამავე წლის 28 ნოემბერს კი სამეფო თასზე დავიდმა “ალავესის” წინააღმდეგ შესრულებული დუბლის შემდეგ კარიერაში 300 გოლს მოუყარა თავი. ფეხბურთელმა 2012 წლის 7 სექტემბერს ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა, სადაც ასევე გოლით გამოიჩინა თავი “საუდის არაბეთთან” მატჩში.  
2013 წლის 28 იანვარს კი დავიდ ვილიას ოჯახში პირველი ბიჭი, ლუკა გონსალეს ვილია მოევლინა ქვეყანას.

[media=http://www.youtube.com/watch?v=GfPOrPwbUNc]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში