მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩესი: “საგოლე მომენტების სუსტი რეალიზაციის გამო ვნერვიულობ”

სანჩესი: “საგოლე მომენტების სუსტი რეალიზაციის გამო ვნერვიულობ”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი და ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ალექსის სანჩესი გამოტყდა, რომ ამჟამად არცთუ ისე კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
საქმე ისაა, რომ ჩილელი ფეხბურთელი უკანასკნელ პერიოდში ვერ ახერხებს ყურადღების მიქცევას გულშემატკივრებისაგან, საკუთარი გოლების რიცხვით. მაგალითად, ჩილეს ნაკრების მაისურით მას უკვე წელიწადი და შვიდი თვეა არ გაუტანია. “ბარსელონას” შემადგენლობაში კი მიმდინარე სეზონში მეტოქის კარი მხოლოდ 3-ჯერ აიღო. ნაციონალურ ასპარეზზე კი თავი საერთოდ არ გამოუჩენია.
“საგოლე მომენტების სუსტი რეალიზაციიის გამო ვნერვიულობ. მაგრამ ყველაზე რთული – ამ მომენტების შექმნაა, მე კი არ ვქმნი მას. თავს ყველაზე უკეთ შეტევის ცენტრალურ ზონაში ვგრძნობ. ასე რომ კარის აღების ყველაზე მეტი შანსი სწორედ აქ მაქვს.” – განაცხადა ფეხბურთელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში