მსოფლიო ჩემპიონატების სპონსორი ცნობილი კომპანიის, Castrol Football-ის მიერ შედგენილ რეიტინგში, კვლავ ლიონელ მესი ლიდერობს. ეს გასაკვირი არაა, რადგან 2013 წლის პირველი თვე არგენტინელისთვის ძალიან შედეგიანი გამოდგა.
გასულ თვეში, მესიმ 7 თამაში ჩაატარა და 9 გოლის გარდა, 4 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. იანვარში, ლა ლიგაში ჩატარებული 4 თამაშიდან, მესიმ თავი ოთხივეში გამოიჩინა, გაიტანა რა სულ 7 გოლი. საინტერესო იყო მისი “ოსასუნასთან” დაპირისპირება – არგენტინელმა ზუსტად 4-ჯერ დაარტყა და ამდენჯერვე გაიტანა.
2012 წლის რეიტინგის მსგავსად, მეორე-მესამე ადგილებზე კრიშტიანუ რონალდუ და არიენ რობენი არიან. ათეულში შემავალმა სხვა ყველა ფეხბურთელმა პოზიცია შეიცვალა.
მესის გარდა, საუკეთესო 50 ფეხბურთელში “ბარსელონას” კიდევ 6 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან: ანდრეს ინიესტა, ხერარდ პიკე, ადრიანო, ხავიერ მასკერანო, სესკ ფაბრეგასი და კარლეს პუიოლი.