workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წლის პირველი „კლასიკოს“ წინ – 15 საინტერესო ფაქტი

წლის პირველი „კლასიკოს“ წინ – 15 საინტერესო ფაქტი

ესპანეთის თასის ნახევარფინალში გასამართ “ელ კლასიკომდე” უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. “ბარსელონასა” და “რეალს” ერთმანეთში იმდენჯერ უთამაშიათ, რომ საინტერესო ფაქტები საკმარისზე მეტია. ამჯერად, 15 მათგანზე შევჩერდებით.

  1. ესპანეთის თასზე, გუნდები ერთმანეთს მეცხრამეტედ უპირისპირდებიან, აქედან მეშვიდედ ნახევარფინალში. წინა 18 დუელიდან, 10-ჯერ “ბარსელონამ” იმარჯვა, ხოლო 8-ჯერ – “რეალმა”.
  2. გუნდები ფინალში ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ და სამ-სამჯერ მოიგეს. ასეთივე თანაფარდობაა აქამდე გამართულ ექვს ნახევარფინალშიც. 4 დაპირისპირება 1/4-ფინალში გაიმართა (3:2 “ბარსას” სასარგებლოდ), ხოლო 1/8-ფინალში გუნდები ერთმანეთს ერთხელ გადაეყარნენ და “ბარსამ” უკეთესი შედეგი აჩვენა.
  3. “ბარსამ” “რეალი” თასიდან 7-ჯერ გამოაგდო და აქედან 5-ჯერ ჩემპიონი გახდა. დანარჩენ ორ შემთხვევაში, კატალონიელები ფინალში მარცხდებოდნენ.
  4. სულ, ესპანეთის თასის ეგიდით, გუნდები ერთმანეთს 31-ჯერ დაუპირისპირდნენ. “ბარსამ” 15-ჯერ მოიგო, “რეალმა” – 10-ჯერ, ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 63:59, კატალონიელთა სასარგებლოდ.
  5. მიმდინარე სეზონში, “რეალის” ძირითადი შემადგენლობა ასეთია: კასილიასი, არბელოა, პეპე, რამოსი, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო, იოზილი, დი მარია, რონალდუ, ბენზემა. 30 იანვარს გასამართ შეხვედრაში, აქედან 5 ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. ესენი არიან: კასილიასი, პეპე, რამოსი, დი მარია და კოენტრაუ.
  6. განმეორებითი მატჩის გამოტოვების საფრთხის წინაშე არიან სესკ ფაბრეგასი, ხავიერ მასკერანო და კრიშტიანუ რონალდუ. თუ მსაჯმა რომელიმე მათგანს ყვითელი ბარათი უჩვენა, ფეხბურთელი დისკვალიფიკაციას მიიღებს.
  7. ბოლო ექვს თამაშში, “რეალმა” მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და ისიც საჯარიმო დარტყმიდან.
  8. “ბარსელონას” დაცვის საქმე პირიქითაა – ბოლო 5 თამაშში, კატალონიელებმა 9 ბურთი გაუშვეს.
  9. ბოლო 5 “ელ კლასიკოდან” “ბარსამ” მხოლოდ 1 მოიგო. დანარჩენი 4 თამაშიდან ორი “რეალმა” მოიგო (ორივე 2:1) და ორიც ფრედ დასრულდა (ორივე 2:2).
  10. გუნდების საუკეთესო ბომბარდირები მატჩს საუკეთესო ფორმაში ხვდებიან. მიმდინარე წელს ჩატარებულ 6 თამაშში, მესიმ 9 გოლი გაიტანა (2 თერთმეტმეტრიანი), ხოლო რონალდუმ, ასევე 6 თამაშში 10 გოლი (1 თერთმეტმეტრიანი).
  11. მიმდინარე სეზონში, საკუთარ კედლებში ჩატარებული 17 თამაშიდან “რეალმა” 14 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.
  12. “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბოლოს სწორედ “ბარსელონასთან” წააგო. ერთი წლის წინ, ესპანეთის თასის 1/4-ფინალში, “ბარსამ” მადრიდში 2:1 მოიგო. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, “რეალი” საკუთარ კედლებში მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა და ორივეჯერ “ბარსელონასთან”.
  13. მიმდინარე სეზონში, “ბარსამ” 3 თამაში წააგო და ყველა მათგანი გასვლაზე (“რეალთან”, სუპერთასზე, 1:2. “სელტიკთან”, ჩემპიონთა ლიგაზე, 1:2. “სოსიედადთან”, ლა ლიგაში, 2:3).
  14. ესპანეთის თასზე, “რეალთან”, “ბარსა” ბოლოს დაახლოებით 2 წლის წინ, ფინალში დამარცხდა. ამ ტურნირზე, კატალონიელებს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.
  15. “რეალში” მუშაობის 3 სეზონის განმავლობაში, მოურინიო “ბარსელონას” 14-ჯერ დაუპირისპირდა. მას 3 მოგება, 5 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდა. “ბარსას” უპირატესობა აქვს ბურთების შეფარდებაშიც – 28:19.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward