როგორც უკვე იცით, “ბარსელონას” მიერ, ლა ლიგის პირველ 19 თამაშში 55 ქულის მოპოვება ესპანური ფეხბურთის რეკორდია. გარდა ამისა, ტიტო ვილანოვას გუნდის შედეგი საუკეთესოა ევროპის წამყვან ჩემპიონატებში.
ესპანეთის ჩემპიონატში, “ბარსამ” თამაშების 96.5% მოიგო. კატალონიელებს, შეხვედრაში, საშუალოდ, 3.37 გოლი გააქვთ, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.
თუ შევადარებთ ინგლისის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ჩემპიონატების ლიდერების მაჩვენებლებს, “ბარსას” უპირატესობას ნათლად დავინახავთ. მაგალითისთვის, საფრანგეთში, პირველი წრის მომგებ პსჟ-ს, 19 თამაშის შემდეგ 38 ქულა ჰქონდა, რაც “ბარსელონას” შედეგს მთელი 17 ქულით ჩამორჩება. ინგლისის ჩემპიონატის ლიდერს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, 19 თამაშის შემდეგ, ბურთების შეფარდება +20 ჰქონდა. ამდენივე თამაშის შემდეგ, “ბარსას” ეს მაჩვენებელი +44 არის.
| თ | ქულა | მ | ფ |
წ | გ.ბ. |
მ.ბ. |
სხვაობა | |
| ბარსელონა | 19 | 55 (96,5%) | 18 | 1 | 0 | 64 (3,37) | 20 (1,05) | +44 |
| მანჩესტერი |
19 | 46 (77,9%) | 15 | 1 | 3 | 48 (2,5) | 28 (1,47) | +20 |
| იუვენტუსი | 19 | 44 (74,5%) | 14 | 2 | 3 | 40 (2,1) | 13 (0,68) | +27 |
| ბაიერნი | 17 | 42 (82,3%) | 13 | 3 | 1 | 44 (2,58) | 7 (0,41) |
+37 |
| პსჟ | 19 | 38 (64,4) | 11 | 5 | 3 | 36 (1,9) | 12 (0,63) | +24 |
*შენიშვნა: ნაჩვენებია არა ამჟამინდელი მონაცემები, არამედ ნახევარი ჩემპიონატის შემდეგ დაფიქსირებული შედეგები.
“ბარსელონას” მსგავსად, ევროპაში საუკეთესოა მისი ლიდერი ლიონელ მესიც. 19 ტურის შემდეგ, არგენტინელ ფეხბურთელს, ლა ლიგაში, 28 გოლი აქვს გატანილი. ჩემპიონატის პირველ ნახევარში, ევროპის წამყვანი ჩემპიონატების ლიდერი გუნდებიდან, მე-2 ადგილზე ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომლის ანგარიშზეც მხოლო 18 ბურთია.
| თ | გ | საშუალოდ | |
| ლიონელ მესი (ბარსელონა) | 19 | 28 | 1,5 |
| ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) | 16 | 18 | 1,1 |
| რობინ ვან პერსი (მანჩესტერი) | 18 | 13 | 0,7 |
| მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი) |
15 | 9 | 0.6 |
| ფაბიო კუალიარელა (იუვენტუსი) | 14 | 6 | 0,4 |
*შენიშვნა: ნაჩვენებია არა ამჟამინდელი მონაცემები, არამედ ნახევარი ჩემპიონატის შემდეგ დაფიქსირებული შედეგები.