მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

სამეფო თასის 1/8 ფინალში, “კორდობასთან” გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში გუნდი “სიუტატ ესპორტივაზე” შეიკრიბა, სადაც “ატლეტიკოსთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. სესია ძირითადად ძალების აღდგენაზე იყო გათვლილი, დანი ალვესი და ლეო მესი დარბაზში ვარჯიშობდნენ. ადრიანომ ექიმებისგან უფლება მიიღო და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. სესიაზე იმყოფებოდნენ დონგოუ და ტელიო.

 

კეიტა დაბრუნდა

 

დღის მოვლენა სავარჯიშო მოედანზე სეიდუ კეიტას გამოჩენა იყო. მალელმა ნახევარმცველმა დაასრულა სეზონი ჩინურ “დალიან აერბინში”, ახლა კი ის “ბარსელონასთან” ერთად ივარჯიშებს, რათა აფრიკის თასს სათანადო ფორმაში შეხვდეს. ყოფილმა თანაგუნდელებმა ის თბილად მიიღეს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=v5zF9eEgoSg]

 

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში