ტიტო ვილანოვამ ლეო მესის ხაისათზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს: “ის ცოტათი ანერვიულებული იყო, რადგან არ იცოდა რა სირთულის დაზიანება მიიღო. პირველადი ინფორმაციით ეს უბრალოდ დარტყმა იყო, ამჟამად ის ტესტებს გადის“.
ვილანოვამ ასევე განაცხადა, რომ არ ნანობს მესის შეშვებას: “ჩვენ ვისაუბრეთ 30 წუთით მის თამაშზე. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც უყვარს თამაში… ის არ ფიქრობს რეკორდის დამხობაზე, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. ამის გამო რომ შემეშვა მოედანზე მაშინ ის 90 წუთს ითამაშებდა. თამაში მას ტონუსში ყოფნაში შეუწყობდა ხელს. იმ შეხვედრებში, სადაც 3:0 არის ანგარიში მესი უნდა შევცვალოთ ტრავმის თავიდან ასარიდებლად? ჩვენ არასდროს მივმართავთ ამ ხერხს. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ლეოს მოედანზე მაინც შევუშვებდი“.
მეტოქეები 1/8 ფინალში
“ბარსელონას” შესაძლო მეტოქეები არიან “პორტუ”, “შახტარი”, “გალათასარაი”, “მილანი” და “არსენალი”. ვილანოვა ამბობს, რომ “ჩვენ არ ვირჩევთ მეტოქეს. ვისაც არ უნდა შევხვდეთ ეს დიდი გუნდი იქნება. 1/8 ფინალი ყოველთვის რთულია. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გვსურდა: მოვიპოვეთ მცირე უპირატესობა, რადგან განმეორებითი შეხვედრა შინ გვექნება“.