კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა ლეგენდარულმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ გუნდის ფეხბურთელებს არანაირი სანერვიულო არ აქვთ “რეალის” შედეგებზე. იტყობინება ესპანური პრესა.
კრუიფი დარწმუნებულია, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ყველაფერი რიგზე აქვთ.
“მე ვფიქრობ, რომ “ბარსელონამ” არ უნდა ინერვიულოს “რეალზე” და მის გამოსვლაზე. რატომ უნდა შეწუხდნენ ისინი მეტოქე გუნდის ნაჩვენებ შედეგებზე, თუ მათ მეტოქესთან 8 ქულიანი უპირატესობა აქვტ ?.” – განაცხადა კრუიფმა.
შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი იოჰან კრუიფმა საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა სახელწოდებით “ფეხბურთი. ჩემი ფილოსოფია”. წიგნის პრეზენტაციის ცერემონიას ესწრებოდა “ბარსელონას” ექს-პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა.



