მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ალექსის სანჩესი 4 კვირას იუქმებს

ოფიციალურად: ალექსის სანჩესი 4 კვირას იუქმებს

 

ალექსის სანჩესი 4 კვირას იუქმებს. დღეს ჩატარებულმა სამედიცინო ტესტებმა დაადასტურეს, რომ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ტერფის მყესები აქვს დაჭიმული. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს ნაადრევად მოუწია მოედნის დატოვება ჩილესა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც შვეიცარიაში ჩატარდა.

 

ზუსტად ამ პერიოდის გამოტოვების შემთხვევაში ჩილელი მოთამაშე 6 ან 8 შეხვედრას გამოტოვებს. “ბარსელონას” ის ვერ დაეხმარება “სარაგოსასთან”, “სპარტაკთან”, “ლევანტესთან”, “ალავესთან”, ატლეტიკთან”, “ბენფიკასთან”, “ბეტისთან” და “ატლეტიკოსთან” გასამართ შეხვედრებში.

 

მიმდინარე სეზონში ალექსისმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან ერთადერთი გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგაში, “ბენფიკასთან” შეძლო. მან მიმდინარე სეზონში ბარძაყის მიკრო–ტრავმის გამო უკვე გამოტოვა შეხვედრა “ხეტაფესთან”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში