ხერარდ პიკე: “ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მოედანზე კომფორტულად ვიყავი. ორი გოლის გაშვების მიუხედავად ჩვენ კარგად ვითამაშეთ და მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. საწყისი 15 წუთი რთული გამოდგა. მე–4 გოლის გატანის შემდეგ დავმშვიდდით, რადგან 1 ბურთიანი სხვაობა ძალიან სახიფათოა. რაც შეეხება სეზონში ბევრ გაშვებულ გოლს, ჩვენი სტილი ძალიან შემტევია, ამიტომ თავის დაცვა უფრო რთულდება“.
სერხიო ბუსკეტსი: “შემდეგ შეხვედრას გამოვტოვებ, ყოველთვის რთულია, როცა გუნდს ვერ ეხმარები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გუნდის გამარჯვებაა. პენალტი უიღბლობის ბრალი იყო. ზოგჯერ ასეთი მომენტი საჯარიმოს გარეთ ხდება, ზოგჯერ კი საჯარიმოში. იმ ეპიზოდში არ გამიმართლა. ფეხბურთელი, რომელსაც ყველა რეკორდის დამხობა შეუძლია ლეო მესია“.
სესკ ფაბრეგასი: “ორი გოლი ჩვენ მოულოდნელად გავუშვით, დაცვის შეცდომის და პენალტის გამო. ასეთი რამ ხდება. გუნდის რეაქცია პოზიტიური იყო და მე–4 გოლის გატანა შევძელით. შეხვედრის ბოლოს კი სანერვიულო არ გვქონდა. ვიმედოვნებთ, რომ სანაკრებო შეხვედრებში ტრავმას არავინ მიიღებს. ეს შეხვედრები ამხანაგურია, თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ“.
კრისტიან ტელიო: “მეორე ტაიმში მეტოქეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და გარისკეს, თუმცა ორი გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენ დავმშვიდდით, მოვახერხეთ კვლავ გატანა. მოხარული ვარ, რომ რამდენიმ შეხვედრის შემდეგ კვლავ მომეცა თავის გამოჩენის საშუალება. მადლობელი ვარ ტიტოსი ნდობისთვის. პირველ გუნდში თამაშით ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. დიდი პატივია ასეთ ფეხბურთელებთან თამაში“.



