მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მათეუსი: “ოქროს ბურთს ჩავის ან ინიესტას გადავცემდი”

მათეუსი: “ოქროს ბურთს ჩავის ან ინიესტას გადავცემდი”

 

“ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა საკუთარი აზრი გამოთქვა, თუ ვინ იმსახურებს “ოქროს ბურთის” ჯილდოს.

 

1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონის აზრით ამ ჯილდოს ყველაზე მეტად ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა იმსახურებენ.

 

“მე ჩავის და ინიესტას მხარეს ვიხრები. ორივე მათგანი გუნდის გულია, ეს მათ ევროპის ჩემპიონატზეც აჩვენეს. რაც შეეხებათ ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს, ისინი ასევე ბრწყინავდნენ საკუთარ კლუბებში, თუმცა სანაკრებო დონეზე დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს” – განაცხადა ლოთარ მათეუსმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში