ბრაზილიელი მარცხენა მცველი ნოსტალგიით იხსენებს იმ 2.5 წელიწადს, რომელიც კატალონიურ კლუბში გაატარა.
”მე დაუვიწყარი დრო გავატარე ”ბარსელონაში” და მუდმივად ვადევნებ თვალს გუნდის წარმატებებს. ყველას მოსწონს, თუ როგორ თამაშობს ”ბარსა” – განაცხადა ”პსჟ”-ს ფეხბურთელმა ”La Xarxa”-სთან ინტერვიუში.
”პეპ გვარდიოლასთან ერთად გატარებული დრო ჩემთვის მასტერ-კლასი იყო. ამ დროში ძალიან ბევრი რამ გავიგე. მე ვასპარეზობდი ისეთი მოთამაშეების გვერდით, რომლებიც მუდმივად ფორმაში იყვნენ და ახლაც განაგრძობენ პროგრესს. მწვრთნელი ყოველთვის ახერხებდა გუნდის მოტივირებას. ”ბარსელონაში” თამაშის დროს შეუფასებელი გამოცდილება მივიღე” – დაასრულა მაქსველმა.



