ჩავი ერნანდესი აგრძელებს კლუბის რეკორდების დამხობას და გუშინდელი შეხვედრაში ის ”ბარსას” პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროთასებზე 150 შეხვედრა აქვს გამართული.
ევროთასებზე მისი დებიუტი 1998 წლის 16 სექტემბერს, ”ოლდ ტრაფორდზე” შედგა. მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში მან 129 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, უეფას თასზე 13 მატჩში, 3 შეხვედრა მან ევროპის სუპერთასზე გამართა და 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. ამ 150 შეხვედრაში მან 12 გოლი გაიტანა – 10 ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო თითო-თითო უეფას თასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
ჩავის ისეთი ფეხბურთელები უდგანან უკან, რომლებიც გუნდს განასახიერებენ. პუიოლი, ვალდესი, ინიესტა, მიგელი, მესი, გვარდიოლა, სერხი, სუბისარეტა და კოკუ ასევე ფიგურირებენ ევროთასებზე ჩატარებული მატჩების 10-ეულში. ამ ჯგუფს პაოლო მალდინი ლიდერობს, რომელსაც ევროთასებზე 181 შეხვედრა აქვს ჩატარებული, შემდეგ მოდიან რაული, ზეედორფი, ძანეტი და რაიან გიგსი – ევროპის ლეგენდები, რომელებსაც ჩავი ერნანდესი მალე დაეწევა.
7 ტიტული
ამ 150 შეხვედრიდან გამომდინარე ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგის 3 (2005/06, 2008/09 და 2010/11), ევროპის სუპერთასის 2 (2009 და 2011) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 2 (2009 და 2011) ტიტული მოიგო. 7 ევროპულ ჯილდოს ემატება ლა ლიგის 7 ტიტული, ესპანეთის თასის 2 ჯილდო და ესაპნეთის სუპერთასის 5 ტიტული, რაც მას კლუბის ისტორიაში გამორჩეულ ფეხბურთელად აქცევს. ყველა ტურნირზე კი ”ბარსას” მაისურით მას 641 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც კლუბისადმი მის თავდადებას აჩვენებს.



