მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ფეინოორდის” მწვრთნელები ”ბარსელონას” აკადემიას მოინახულებენ

”ფეინოორდის” მწვრთნელები ”ბარსელონას” აკადემიას მოინახულებენ

 

”ფეინოორდის” მწვრთნელები რონალდ კუმანის და მთავარი სკაუტის, სტენლი ბრარდსის ხელმძღვანელობით 4 დღიანი ვიზიტით გაემგზავრებიან ”ბარსელონას” აკადემიაზე დასაკვირვებლად, გვამცნობს ”De Telegraaf”.

 

როტერდამული კლუბის წარმომადგენლები შეხვდებიან ”ბარსელონას” სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას და შეისწავლიან ახალგაზრდებთან მუშაობის სტილს ”ლა მასიაში”.

 

”ეს მგზავრობა ძალიან გაზრდის ჩვენს გამოცდილებას. ჩვენი აკადემიები ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ, ხოლო ჩვენ შანსი გვექნება ”ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას ვუყუროთ. ორივე კლუბი, ”ფეინოორდიც” და ”ბარსელონას” ახალგაზრდა მოთამაშეების აღზრდაზე მუშაობენ, ამიტომაც ეს შეხვედრა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება” – განაცხადა ბრარდმა.

 

დელეგაციაში ასევე იქნება რონალდ კუმანის ასისტენტი, ჯოვანი ვან ბრონხოსტი და ”ფეინოორდის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი, როი მაკაი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში