”ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი და მადრიდის ”რეალის” მეკარე, იკერ კასილიასი პარასკევს ოვიედოში გაემგზავრებიან, სადაც ოფიციალურად გახდებიან ასტურიის პრინცის ჯილდოს მფლობელები.
შეგახსნებეთ, რომ ეს ჯილდო 8 კატეგორიაში გაიცემა: მიღწევისთვის ხელოვნებაში, საჯარო მეცნიერებებში, სოციალურ მცნიერებებში, ჰუმანიტარულ საქმიანობაში, საერთაშორისო თანამშრომლობაში, სპორტში, სამეცნიერო და ტექნიკურ კვლევებში. ამ ჯილდოს გადაცემა ასტურიის პრინცის ფონდიდან ხდება.



