მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი: ”ფეხბურთელები დიდ პატივს სცემენ ვილანოვას”

ფაბრეგასი: ”ფეხბურთელები დიდ პატივს სცემენ ვილანოვას”

 

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა ესპანურ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ტიტო ვილანოვას გუნდის ყველა წევრი დიდ პატივს სცემს.

 

ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით სესკ ფაბრეგასი ჯერ კიდევ ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა. კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ის მას შემდეგ სესკმა განაცხადა: ”ის ყოველთვის ძალიან სამართლიანი, პირდაპირი და ფეხბურთის მოყვარული ადამიანი იყო. საკუთარ გადაწყვეტილებებს ყოველთვის გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. ტიტო მუდმივად ეხმარება ფეხბურთელებს, როგორც კი შეუძლია, ხოლო ისინი პატივს სცემენ მას”.

 

შეგახსნებთ, რომ ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით გუნდმა კარგი სტარტი აიღო პრიმერაში. 8 შეხვედრაში გუნდმა 7 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 1 ფრე მადრიდის ”რეალთან” ითამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში