”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა გაკვირვება გამოხარა ელ კლასიკოს წინ იმის გამო, რომ მადრიდის ”რეალს” ჩატარებული 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აქვს აღებული.
”საკმაოდ გასაკვირია ის, რომ ”რეალი” 8 ქულით ჩამოგვრჩება. წინ მთელი სეზონია და მათ შეუძლიათ ზედიზედ ბევრი ქულის აღება. მადრიდელებს დიდებული გუნდი ჰყავთ, რომელსაც ნებისმიერი შეხვედრის მოგება შეუძლია. გასულ სეზონში მათ შესანიშნავი სერია ჰქონდათ მოგებების, რისი გამეორება წელსაც შეუძლიათ. რაც შეეხება ”ოქროს ბურთს”, ლეო მესი მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელია, მან ყველა რეკორდი დაამხო, მაგრამ ამ ჯილდოს ასევე იმსახურებს ჩავი ერნანდესი” – განაცხადა სერხიო ბუსკეტსმა.



