მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის ლა ლიგის 13 სხვადასხვა გათამაშებაში აქვს გოლი გატანილი

ჩავის ლა ლიგის 13 სხვადასხვა გათამაშებაში აქვს გოლი გატანილი

 

ჩავი ერნანდესმა შაბათს ლა ლიგის 2012/13 წლის სეზონში პირველი გოლი გაიტანა ”გრანადას” წინააღმდეგ. ეს სეზონში მისი პირველი გოლი იყო პრიმერაში, თუმცა ეს ნიშნავს, რომ მას 1998 წლის შემდეგ პრიმერას 13 სხვადასხვა გათამაშებაში აქვს გოლი გატანილი. 

 

რეკორდული სეზონი

 

ჩავი ერნანდესი უფრო შემტევ პოზიციაზე გადაწიეს მას შემდეგ, რაც 2003/04 სეზონში გუნდს რაიკაარდი ჩაუდგა სათავეში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის კვლავ იყო ცენტრალური ნახევარმცველი, თუმცა მას გოლის გატანის მეტი შანსი ეძლეოდა. მას შემდეგ მისი გოლების რაოდენობა გაიზარდა. გასულ სეზონში ჩავიმ 31 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, რის შედეგადაც 2007/08 სეზონის საკუთარი რეკორდი დაამხო.

 

დაუვიწყარი გოლები

 

შაბათს გატანილი გოლი ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელიც დიდხანს არ დაგვავიწყდება. პირველი გოლი მან 1998 წელს, ლუი ვან გაალის მწვრთნელობის დროს ”ვალიადოლიდს” გაუტანა. მას ასევე გააქვს მადრიდის ”რეალის” კარშიც. 2004 წელს მან ”ბერნაბეუზე” გამარჯვების (1:2) გოლი გაიტანა. ასევე მან გაიტანა პირველი გოლი კასილასის კარში 2010 წლის კლასიკოში, რომელიც ”ბარსამ” 5:0 მოიგო.

 

უშედეგო წლები

 

დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩავის ლა ლიგის მთლიან სეზონში გოლი არ გაუტანია. ეს ბოლოს 2005/06 სეზონში მოხდა, როცა ტრავმის გამო მან პრიმერას მხოლოდ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი ცარიელი სეზონი იყო 1999/2000 წელსაც, როცა ის პეპ გვარდიოლას უწევდა კონკურენციას ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად. მაშინ მან 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში, ჩავის პრიმერას 419 შეხვედრაში 49 გოლი აქვს გატანილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში