სესკ ფაბრეგასი ბედნიერი კაცია. ის ბოლო 3 შეხვედრაში მუდმოვად ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდა და იბრუნებს საუკეთესო ფორმას: ”
თავს უკეთ და უკეთ ვგრძნობ. სეზონის სტარტიდან კარგ დონეზე ვიმყოფები და სეზონის ბოლომდე ამ ფორმის შენარჩუნებას ვაპირებ. გუნდი კარგად მოქმედებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია”.
ორი რთული შეხვედრა
სესკმა ბოლო 2 შეხვედრაში 90 წუთი გაატარა მოედანზე, თუმცა კვლავ იღებს კრიტიკას. პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა: ”ვიცი, რომ ”ბარსას” დიდი ძალა აქვს და აქ ბევრი მოთამაშეა სხვადასხვა პოზიციაზე. ყოველთვის, როცა ვთამაშობ ამას ღიმილით ვაკეთებ და ყველაფრის ჩვენებას ვცდილობ”. მიუხედავად იმისა, რომ მას გოლები ვერ გააქვს დარწმუნებულია, რომ ესეც მალე მოხდება: ”მთავარია იყოს მომენტები, რათა გატანის შანსი მომეცეს”.
შეწუხებულია ტრავმების გამო
სესკს ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, კარლეს პუიოლზე და ჟერარდ პიკეზე შეეკითხნენ: ”ისინი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ისინი გუნდის მთავარი ელემენტები არიან, თუმცა გუნდი ამ დანაკლისს შეავსებს. ჟორდი კვლავ ფორმაშია. გვყავს კონკურენტუნარიანი შემადგენლობა და ახალგაზდრა მოთამაშეები შანსს გამოიყენებენ. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს”.



