კრისტიან ტელიო
”ბარსა ბ”-ს ახალგაზრდა ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, ალექსის სანჩესი და დავიდ ვილია კი სათადარიგო სკამზე დარჩნენ. ტელიო ძირითად შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში პირველად მოხვდა და იმედები არ გაუცრუებია. მე-13 წუთზე მან ჩავისგან მიიღო გადაცემა, გაცდა მის მეურვეს და მარჯვენა კუთხეში ლამაზი დარტყმით გაიტანა გოლი.
მეორე ტაიმში, როცა ”ბარსელონა” მარცხდებოდა ტელიო, რომელიც გარშემორტყმული იყო მცველებით კარის ხაზის გასწვრივ შეიჭრა საჯარიმოში, დაინახა თავისუფალი მესი და მას საგოლოდ უპასა. ის 73-ე წუთზე დავიდ ვილიამ შეცვალა. ტელიო გუშინდელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე იყო.
ჩავი ერნანდესი
ჩავი ერნანდესმა 143 გადაცემა გააკეთა, მათგან 92.3% ზუსტი იყო. ის ცდილობდა ”სპარტაკის” დაცვის კედლის გარღვევას. დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის ბურთის ფლობაში, რომელმაც 72.4% შეადგინა. გუშინდელი შეხვედრიდან ჩვენ გოლების ავტორები დაგვამახსოვრდება, თუმცა ასევე ვერ დავივიწყებთ ჩავი ერნანესის გადაცემებს.
ლეო მესი
არგენტინელმა 9 წუთში 2 გოლის გატანა მოახერხა, რამაც ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 პოზიციაზე გადაიყვანა. ის მხოლოდ შევჩენკოს, ნისტელროის და რაულს ჩამორჩება. ჩვენ ყველანი ვიმედვონებთ, რომ მალე ის კიდევ უკეთესს შედეგებს შემოგვთავაზებს.


