ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ვისენტე დელ ბოსკე ფიქრობს, რომ ჩავი ერნანდესი მომავალში შესანიშნავი კანდიდატი იქნება მწვრთნელის პოსტზე.
“მე ვფიქრობ, ჩავის მართლაც შესანიშნავი შანსი აქვს, რომ მომავალში გახდეს წარმატებული მწვრთნელი. მე მას ამ ამპლუაში ნათლად ვხედავ. იგი შესანიშნავად ხედავს მოედანს და გადამწყვეტ მომენტებში არ იბნევა. სწორედ ესაა მისი წარმატების საიდუმლო. ჩავი ვარჯიშებზეც ეხმარება თანაგუნდელებს სხვადასხვა საკითხებში და მინდა გითხრათ, რომ მას ეს ძალიან კარგად გამოსდის. იგი ხომ “ლა მასიას” აღზრდილია, რომელიც ამჟამად საუკეთესოა მსოფლიოში და მჯერა, რომ ეს გამოცდილება მას გზას გაუკვალავს მომავალში” – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს AS.



