”ვალენსიასთან” მატჩამდე ”ნოუ კამპზე” მისულმა გულშემატკივრებმა ანდრეს ინიესტას ევროპის საუკეთესი ფეხბურთელის ტიტულის მოპოვება მიულოცეს.
ანდრეს ინიესტა მოედანზე მატჩის დაწყებამდე გავიდა. ამის შემდეგ მოედანზე ანდრესის მეუღლე და ქალიშვილი გამოჩნდნენ. ინიესტამ ჯილდო შვილისგან მიიღო, რომელსაც ”ბარსელონას” ფორმა ეცვა. 8 ნომრიან მაისურზე კი სიტყვა ”Papi”ეწერა.
ეს ტიტული ანდრესს დიდხანს დაამახსოვრდება. მან გამოკითხვაში უკან მოიტოვა ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ. მან 19 ხმა მიიღო, მეტოქეება კი 17-17. ინიესტა გუნდის მეორე ფეხბურთელია, რომელსაც ეს ჯილდო ერგო. შარშან პრიზი ლეო მესის ხვდა წილად, რომელმაც 39 ხმა მიიღო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=meOwWKtFylc]









