დავიდ ვილიამ “რეალ სოსიედადთან” გატანილი გოლის შემდეგ თავის გულშემატკივრებს აჩვენა მაისური, რომელზეც იყო წარწერები და მისი ოჯახის ფოტო. ამის გამო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მას დააჯარიმებს.
ჯარიმის რაოდენობა დაახლოებით 2-3 ათასი ევრო იქნება. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის რეგლამენტის თანახმად, ყველა ფეხბურთელს ეკრძალება რაიმე წარწერის ან სურათის ჩვენება, რომელიც მაისურზე იქნება დატანილი, იტყობინება Marca.
შეგახსენებთ, რომ გოლის შემდეგ ვილიამ გაიხადა სათამაშო მაისური. შიგნით კი ეცვა მეორე, რომელზეც ეწერა: “Imposible Sin Vosotras!!!” (თქვენს გარეშე შეუძლებელია), ხოლო ქვემოთ დატანილი იყო მისი ცოლის და შვილების სურათი.


