მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექსისის გარდა გუნდს ყველა ფეხბურთელი დაუბრუნდა

ალექსისის გარდა გუნდს ყველა ფეხბურთელი დაუბრუნდა

ტიტო ვილანოვას გუნდი დღეს სრული ძალებით შეუდგა ახალი სეზონის სტარტივთვის მზადებას. გუნდი კვირას, ”რეალ სოსიედადთან” გასამართი მატჩისთვის აგრძელებს მზადებას. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს აკლდა ალექსის სანჩესი იყო, რომელიც კატალონიაში გვიან დაბრუნდება და ვარჯიშს ხვალ განაახლებს.
 
პუიოლი და დოს სანტოსი

კარლეს პუიოლმა და ჯონათან დოს სანტოსმა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშეს – გუშინ ისინი განცალკევებით იტვირთებოდნენ. სესიაზე სარეზერვო გუნდიდან ტელიო, სერხი რობერტო და ბანუსი იმყოფებოდნენ. ტიაგო ალკანატარა კი სპეციალური პროგრამით ასრულებს დავალებებს.

გუნდი მორიგ სავარჯიშო სესიას ხვალ გამართავს. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით შესრულდება, მაშინ ტიტო ვილანოვას განკარგულებაში სანაკრებო მატჩებზე გამოძახებული ყველა ფეხბურთელი დაბრუნდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში