მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი ზუსტად ერთი წლის წინ დაბრუნდა სახლში

სესკი ზუსტად ერთი წლის წინ დაბრუნდა სახლში

ზუსტად ერთი წლის წინ, სესკ ფაბრეგასი სახლში დაბრუნდა. მან გასულ სეზონში ძალიან ბევრჯერ დაგვამახსოვრა თავი.

 

2011 წლის 15 აგვისტომდე, სესკ ფაბრეგასის ოცნება იყო დაბრუნებულიყო სახლში. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ ლონდონელებთან საბოლოოდ იქნა შეთანხმება მიღწეული. წინა სეზონში ”ბარსამ” სესკის მსგავსად ალექსის სანჩესიც იყიდა. ჩილელი ფეხბურთელის პრეზენტაციას თითქმის 30 000 ”ბარსას” გულშემატკივარი დაესწრო. გადმოსვლის შემდეგ სესკმა განაცხადა, რომ ”ბარსაში” გადმოსვლა მის ცხოვრებაში კიდევ ერთი გამოწვევა იყო.

 

სამი ტიტული დასაწყისში

მან გადმოსვლის შემდეგ 4 ნომრიანი მაისური მოირგო. მის გადმოსვლას წარმატებები და მოგებული ტიტულები მოჰყვა. მან შეძლო და სუპერთასზე მადრიდის ”რეალს” გოლიც გაუტანა. სწორედ ეს გახლდათ მისი ”ბარსას” მაისურით გატანილი პირველი გოლი გასულ სეზონში. პეპ გვარდიოლამ სესკს თავის გამოჩენის საშვალება ”სანტოსთანაც” მისცა. ის შეხვედრა კატალონიელებმა 4-0 მოიგეს.

 

წარმატებები

მან მალევე დაამტკიცა, რომ იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. მან სეზონი დაამთავრა 15 გოლით (48 შეხვედრაში) და გახდა ესპანეთის თასის მფლობელი.

 

მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ესპანეთის ნაკრების წარმატებაში. მან ევრო 2012 მოგებაც შეძლო. პრე-სეზონში სესკი გუნდს ცოტათი გვიან შეუერთდა. ამის მიზეზი რა თქმა უნდა, ევრო 2012 გახლდათ. ეს თვითონ ტიტო ვილანოვას გადაწყევეტილება იყო. სესკი უკვე მეორე სეზონს ჩაატარებს ”ბარსა” რიგებში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში