”ბარსელონას” ჩილელი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი მომავალი სეზონის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ჩილელი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ წინა სეზონთან შედარებით უფრო ხშირად იქნება ძირითად შემადგენლობაში. გასულ სეზონში ალექსის ხშირად აწუხებდა ტრავმები. მისი იმედი აქვს ტიტო ვილანოვას, რომელმაც მკაცრი უარი შეუთვალა ”მილანს”, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის არენდით აყვანა (და ერთი წლის შემდეგ გამოსყიდვა) სურდა.
”ვიმევოვნებ, რომ მომავალ სეზონში ”ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში უფრო სტაბილურად ვითამაშებ. ახლა ჩემს სხეულს უკეთ ვიცნობ და იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც ჩემთან მუშაობენ ვფიქრობ, რომ უფრო პროდუქტიულად ვითამაშებ. ამას გარდა უკვე კარგად ვიცი გუნდის ფილოსოფია. ასევე შევეცდები ჩემი გოლების მაჩვენებლის გაზრდა” – განაცხადა სანჩესმა.



