”ფეინოორდის” ამჟამინდელმა თავკაცი, რონალდ კუმანი ინტერვიუში კატალონიის ”ბარსელონაზე” საუბრობს.
მწვრთნელის აზრით დღევანდელი ”ბარსა” მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო გუნდია. ახლა კი გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან.
”გუნდმა მიაღწია ყველაფერს. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ ”ბარსელონა” ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია” – ამ სიტყვებით დაამთავრა 49 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, რონალდ კუმანმა ”ბარსაზე” საუბარი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საფეხბურთო კარიერა მას ”ბარსაშიც” აქვს გატარებული. კატალონიის ”ბარსელონას ღირსებას იგი 1989-1995 წლებში იცავდა.


