შეგახსენებთ, რომ წინა წელს “კლასიკოში” მომხდარი ინციდენტის გამო, ჟოზე მოურინიო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, თუმცა წლეულს შესაბამისმა უწყებებმა ეს სასჯელი ერთამდე შეამცირეს, რასაც გამოეხმაურნენ “ბარსას” ინტერესების დამცველნი. კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ და ამჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტონი ფრეიშამ, აგრესორი უწოდეს პორტუგალიელ თავკაცს და განაცხადეს, რომ არასპორტული საქციელის გამო მისი დისკვალიფიკაცია არ უნდა შემცირებულიყო ერთ მატჩამდე.
ჟოან ლაპორტა: “ჩემში არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ მოურინიო აგრესორია, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ეს მისი პრივილეგიაა. ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორ მიეპარა უკნიდან მოურინიო ვილანოვას და ასეთ შემთხვევაში ტიტოს ქმედება სრულიად გამართლებული იყო. ვფიქრობ, მხოლოდ პორტუგალიელი უნდა დასჯილიყო”.
ტონი ფრეიშა: “მოურინიოს აგრესია ვილანოვასადმი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაუქმებულიყო პორტუგალიელის დისკვალიფიკაცია. ეს ძალიან ცუდი მაგალითია ფეხბურთისთვის”.



