მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები მოხარულები არიან ალბას ტრანსფერით

ფეხბურთელები მოხარულები არიან ალბას ტრანსფერით

გუშინ ”ბარსელონამ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან ჟორდი ალბა კატალონიელთა რიგებში ითამაშებს. ასეთი სიახლე ალბას ახალი თანაგუნდელების ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.

დავიდ ვილია: ”ყოველთვის ვნახულობდი საერთო ენას ალბასთან. როცა ემერიმ ის ლატარელად ათამაშა ყველა ყველა გააკვირვა. მას თავად უკვირდა საკუთარი მიღწევები, თუმცა თავდაპირველად ახალ პოზიციაზე ექსპერიმენტები არ სურდა. ამ ფეხბურთელს წარმოუდგენელი ფიზიკური მონაცემები აქვს, მას შეუძლია საკუთარი კარის დაცვა და ამავდროულად მეტოქის საჯარიმოზე შეტევა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა ის ძალიან გამოცდილია”.

ხერარდ პიკე: ”მას საკმაო ძალები აქვს, რათა ”ბარსას” დონეზე ათამაშდეს. როცა პირველად დავინახე მაშინვე შევამჩნიე მისი სისწრაფე, ახლა ის მოედანზე ბრწყინვალეა. ის კარგად იცავს თავს, ჭკვიანურად ერთვება შეტევაში, იცის მომენტის შერჩევა, რათა შეიცვალოს პოზიცია”.

ჩავი ერნანდესი: ”ის კარგი ფეხბურთელია, თანაც ჩვენი აკადემიის აღზრდილია. შესანიშნავად ხედავს მოედანს, არის აგრესიული და კარგად იცავს თავს. როცა საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მოქმედებს გაცილებით უკეთესი ხდება”.

დანი ალვესი: ”ყველა ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის გაძლიერება შეუძლია გაშლილი ხელებით იქნებიან მეღებულები და მე ვფიქრობ, რომ ჟორდი ამ სიაშია. ის შესანიშნავად მოერგება ჩვენს სტილს, რადგან ჩვენი ლატარელები მუდმივად ერთვებიან შეტევაში”.

მიგელ ალბამ, ჟორდის მამამ აღნიშნა, რომ მისი შვილი ”ვალენსიას” თავაწეული ტოვებს: ”ჩემს შვილს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ”ბარსელონას” ფეხბურთელებთან და სახლში დაბრუნებით მოხარულები ვართ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში