”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ საზოგადოებას ამცნო, რომ ის ევრო 2012-ზე მონაწილეობას არ მიიღებს.
”ევროპის ჩემპიონატის დასაწყისისთვის სრულად გამოჯანმრთელებას ვცდილობდი, მაგრამ ეს ვერ შევძელი. დღეს თავად დავურეკე ვისენტე დელ ბოსკეს და ამის შესახებ მოვახსენე. ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. გავაგრძელებ მუშაობას, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინო ფორმა” – განაცხადა ვილიამ.
შეგახსენებთ, რომ ვილიამ ფეხი დეკემბერში, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მოიტეხა. ფეხბურთელი იმედოვნებდა, რომ მაისის დასაწყისში მოედანზე დაბუნებას შეძლებდა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.


