workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მხოლოდ 11 მარცხი ოთხ სეზონში

მხოლოდ 11 მარცხი ოთხ სეზონში

პეპ გუარდიოლას “ბარსელონას” სათავეში მოსვლი შემდეგ, კატალონიურმა გუნდმა დაუჯერებელი შედეგი აჩვენა. ამ 4 წლის განმავლობაში, ლა ლიგაში, “ბარსამ” მხოლოდ 4 თამაში წააგო.

ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ჩატარებული 152 თამაშიდან, გუარდიოლას გუნდმა 116 მოიგო, 25 ფრედ ითამაშა და 11 დათმო. კატალონიელებმა სულ 373 ქულა მოიპოვეს, რაც სეზონში საშუალოდ 93.25 ქულა უდრის. ამ მხრივ, საუკეთესო სეზონი “ბარსას” 2009/10 წლების სეზონში ჰქონდა, როცა გუარდიოლას გუნდმა 99 ქულა მოიპოვა. გასულ ოთხ წელიწადში, “ბარსამ” სულ გაიტანა 412 (საშუალოდ 2.71 მატჩში) და გაუშვა 109 (საშუალოდ 0.71) გოლი.

სულ 2 გუნდია, რომლებმაც ამ ოთხ სეზონში, “ბარსელონა” ორჯერ დაამარცხა. ესენი არიან “ოსასუნა” და “ატლეტიკო”. თითოჯერ, “ბარსას” დამარცხება “ნუმანსიამ”, “ესპანიოლმა”, “მალიორკამ”, “ერკულესმა”, “სოსიედადმა”, “ხეტაფემ” და “რეალმა” მოახერხეს.

გასული 4 წლის განმავლობაში, “ბარსამ” ყველაზე მეტი, 17 თამაში ანგარიში 2:0 მოიგო. მე-2 ადგილზეა 1:0 – ამ ანგარიშით, “ბარსელონამ” 14-ჯერ იმარჯვა. შემდეგ მოდის 2:1 (13-ჯერ) და 3:0 (12-ჯერ).

“ბარსამ” ყველაზე დიდი სხვაობით 8:0 მოიგო. ეს 2-ჯერ მოხდა – “ალმერიასთან” და “ოსასუნასთან”. განვლილ 152 თამაშიდან, “ბარსამ” 2 ბურთის სხვაობით მხოლოდ ერთხელ წააგო – “ერკულესთან”, ანგარიში 0:2.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward