workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰლების აღიარებითი ჩვენება

ჰლების აღიარებითი ჩვენება

”კრილია სოვეტოვის” ნახევარმცველმა, ალექსანდ ჰლებმა ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ დატოვა ”ბარსელონა”.

”რაიკაარდი უფრო მეტად უცხოელებს ენდობოდა, გვარდიოლა კი ესპანელებს. ლეგიონერებს ახლა ”ბარსაში” უფრო უჭირთ. მე თანახმა ვარ, რომ ჩემს კონფლიქტში მეტწილად დამნაშავე თავად ვარ, მაგრამ ასეთივე სიტუაცია ჰქონდათ ანრის, იბრაჰიმოვიჩს და ბევრ სხვას. ”ბარსაში” ათამაშება გაცილებით იოლია, ვიდრე იქ მოხვედრა. გუნდში კარგად ჩაჯდნენ საკუთარ აღზრდილი, სესკ ფაბრეგასი და დავიდ ვილია, რომელიც ნახევარ ”ბარსას” ნაკრებიდან იცნობდა. გამონაკლისი ახლა ალექსის სანჩესია, რომელიც ყოჩაღი ბიჭი ჩანს, რადგან შეძლო გუნდში ჩაწერა და მწვრთნელის ნდობის მიღება”.

”მე ემოციები მქონდა. მწვრთნელი მეძახდა, საბოლოოდ კი სათადარიგოზე მტოვებდა. ახლა ვხვდები, რომ დამნაშავე ვარ, რადგან თავად მივდიოდი კონფლიქტზე. ამას ვაკეთებდი მიზანდასახულად, საკუთარი უაზრობის გამო. ყოველ მეორე თამაშს ვთამაშობდა, თუმცა მეტი მსურდა. ამბიციები ”არსენალის” შემდეგ ძალიან დიდი მქონდა და ყოველთვის ვკითხულობდი, თუ რატომ ვხდებოდი სათადარიგოზე მაშინ, როცა ბოლო მატჩში არცთუ ისე ცუდი შეხვედრა ჩავატარე. მე ბოლომდე ვერ გავაცნობიერე, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვიყავი – მუდმივად თამაში მსურდა! გასაგებია ერთი მესი, დანარჩენები? ზუსტად ასეთი აზრები მიტრიალებდა თავში”.

”ყველაფერი ერთმანეთს ემატებოდა. 90 პროცენტი ჩემს გამო. გვარდიოლა იმ დროს დამწყები სპეციალისტი იყო. ვენგერი დაელაპარაკებოდა ფეხბურთელს, დაამშვიდებდა მას. გვარდიოლა თავდაპირველად შედეგზე ნერვიულობდა. მას შანსი მისცეს, საწყის 2-3 ტურში კი თამაში არ გამოგვდიოდა. ის მეტწილად ესპანელებს ესაუბრებოდა, მე კი ჩემი სიზარმაცის გამო ენის შესწავლაც არ დავიწყე. მცირე ფაქტები ერთმანეთს ემატებოდა და საბოლოოდ მივიღე კონფლიქტი. ვბრაზდებოდი, როგორც ბავშვი. საკუთარი საქციელით ვაჩვენებდი ურთიერთობას: სადღაც ვარჯიშზე ბოლომდე არ გავიქეცი, სადღაც უყურადღებოთ ვიმოქმედე. მწვრთნელი ერთს მავალებდა, მე კი მეორეს ვაკეთებდი. ეს ჩემი მხრიდან საბავშვო ბაღი იყო, რის გამოც ახლა თავად მეცინება” – განაცხადა ჰლებმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward