301 ევრო ჯარიმა მესისთვის ქოლგის სროლისთვის

301 ევრო ჯარიმა მესისთვის ქოლგის სროლისთვის

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის გამართულ მატჩში მომხდარი დარღვევის შესწავლა დაასრულა.

მადრიდში გამართული მატჩის 86-ე წუთზე, როდესაც ლეო მესიმ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა, მისი მიმართულებით გულშემატკივრებმა არაერთ საგანი ისროლეს, მათ შორის შავი ქოლგაც. ეს ინციდენტი მატჩის ოქმში მოხვდა და კომიტეტმა მისი შესწავლა დაიწყო.

Mundo Deportivo-ს ცნობით, მომხდარის გამო "ატლეტიკო" მოხლოდ 602 ევროთი დააჯარიმეს. კატალონიის რადიოს ინფორმაციით კი, სასჯელი კიდევ უფრო მცირე, 301 ევროა. არადა, ვრცელდებოდა ცნობები, რომ შესაძლო იყო "ვანდა მეტროპოლიტანო" ერთი თამაშით დაეხურათ.

რაც შეეხება ტრიბუნებიდან წამოსულ შეძახილებს "გრიზმან მოკვდი", ეს შემთხვევა მატჩის ოქმში არ მოხვდა და კომიტეტს ამის შესახებ არც უმსჯელია.

როგორც ჩანს, "ბარსელონასა" და "ატლეტოკოს" შორის კურიოზული სანქციები ჩვეულებად იქცა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 თვის წინ, ანტუან გრიზმანის ტრანსფერში აღმოჩენილი დარღვევების გამო, "ბარსელონა" 300 ევროთი დააჯარიმეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    DINAMO82
    სტუმარი [?]
    #4 5 დეკემბერი 2019 20:12
    0
    თქვენი სვარკა გუნდით თვალებდაწითლებულებს, სპექტაკლი დაგიდგათ და მადლობის მაგივრად რაღაცეებს ესვრით? აბა თავის კარში გაეტანა? მაგის კლასს კალაძე გაჩვენებთ თუ გინდათ.
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #3 5 დეკემბერი 2019 20:03
    0
    ერთი ევრო მოგებაში ვართ გაედო ატლეს 😂💪
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 დეკემბერი 2019 12:38
    3
    კაი ქოლგის სროლის გამო დიდი სანქციები სისულელე იქნებიდა მარა გრიზმანის შეურაცხყოფა რატო გაატარეს? თუ რახან ბარსელონელია მაგიტო არ შეიბერტყეს ყური აბა მადრიდელი ყოფილიყო ერთ ამბავს ატეხავდნენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 დეკემბერი 2019 12:11
    3
    გრიზმანზე მარტო 300 ევრო კი არა კაი 15 მილიონი დაიმატეს, თუ ეს ჯარიმად არ ითვლება.