ტუხელი: ნეიმარი ვერ ითამაშებს, სანამ მისი მომავალი არ გაირკვევა

ტუხელი: ნეიმარი ვერ ითამაშებს, სანამ მისი მომავალი არ გაირკვევა

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ნეიმარი გუნდის მაისურით თამაშს ვერ შეძლებს, სანამ მისი მომავალი არ გაირკვევა, თუნდაც ბრაზილიელი ფიზიკურად მზად იყოს.

27 წლის ფეხბურთელს პრესეზონზე არცერთი წუთი არ უთამაშია პარიზელთა რიგებში, რადგან მას აქტიურად უკავშირებდნენ "რეალსა" და "ბარსელონას".

ლიგა 1-ის მეორე ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თომას ტუხელმა ნეიმარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

"ნეიმარი უკეთეს ფორმაშია. მას არაჩვეულებრივი კვირა ჰქონდა თანაგუნდელებთან ერთად. ვარჯიშობდა ინტენსიურად და მენტალურადაც უკეთესადაა. თუმცაღა კლუბის პოზიცია ნათელია: სანამ მისი მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, იგი ვერ ითამაშებს. თუ ბრაზილიელის ბედი ხვალ გაირკვევა, შეიძლება მან "ტულუზთან" ითამაშოს." - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ESPN.

ნეიმარის შესახებ პარიზული კლუბის მცველმა, მარკო ვერატიმაც ისაუბრა.

"მე და ნეიმარი ახლოს ვართ. თუმცა მასთან მის მომავალზე არ ვსაუბრობ. ცხადია, რომ ნეიმარის კლუბში დარჩენა მსურს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Pavlika
    სტუმარი [?]
    #2 24 აგვისტო 2019 21:17
    2
    ჩვენ რა ხეირი რო არ ითამაშებს? აგვეხა ნეიმარი და გინდ იფამაშოს ეხლა გინდ ნუ ითამაშებს. რეალმა აგვახია!
    De jong21
    სტუმარი [?]
    #1 24 აგვისტო 2019 21:16
    2
    ნახევარი ან თქვენ დაგავიწყდათ ან ვერატის იმისთვის რომცველის სტანდარტებში იჯდეს


    ან ეს ნახევარი ორი მინუსის თემაა და გაპლიუსდა