დელ ბოსკე: ”ვილიას ბოლომდე დაველოდებით”

დელ ბოსკე: ”ვილიას ბოლომდე დაველოდებით”


ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ იმედი გამოთქვა, რომ ”ბარსელონას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია ევროპის ჩემპიონატამდე დაბრუნებას მოასწრებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო გამოკვლევების თანახმად დავიდი მოედანზე სირბილს 2 კვირაში დაიწყებს. ის ერთი კვირაა ყავარჯნების გარეშე გადაადგილდება.

დავიდ ვილიას ჩვენ ბოლომდე დაველოდებით. ის ამჟამად საუკეთესო ესპანელი თავდამსხმელია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და ძალიან ბევრი გოლი გააქვს ეროვნულ ნაკრებში. ამიტომაც ჩვენ ველოდებით მის დაბრუნებას” - ვისენტე დელ ბოსკეს სიტყვებს ”Reuters”-ი ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.