“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “რომასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს ორი მატჩის ჯამში ანგარიში კვლავ 0-0-ია. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, გარანტირებული არაფერი გვაქვს. თუმცა უკვე დაფიქსირებული გვაქვს კარგი შედეგი, რომელიც ამ შეხვედრის წინ უპირატესობას გვაძლევს.
გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა. რაც შეეხება “რომას”, იტალიელებისგან პირველი შეხვედრის მსგავს თამაშს ველი. ისინი თამაშს თავიდანვე აქტიურად დაიწყებენ და ეცდებიან, სწრაფი გოლი გაგვიტანონ. ისინი ხშირად რისკზეც წავლენ და ჩვენთვის სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ბევრი შრომა მოგვიწევს.
ჩვენს კარში გოლის გატანა რთულია და თუ ისე ვითამაშებთ, როგორც აქამდე, “რომას” საქმე უფრო გაურთულდება. ზედმეტი თავდაჯერება კარგი არ იქნება, რადგან მოწინააღმდეგეებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, მათთან დაშვებული შეცდომა ძვირად დაგვიჯდება.
ფიზიკურად, “ბარსა” კარგ ფორმაშია, მაგრამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ. ხვალინდელ შეხვედრაში შეტევა და დაცვა უნდა დავაბალანსოთ”.
2 იმედია დაჯდება დავაი ბოლომდე ბარსელონა იმედია გაიმარჯვებენ და ბილეთსაც გამიმწვანებენ
ყველას გთხოვთ ნუ უსწრებთ მოვლენებს, 2-3 და მესი და სუარესი, არ გვინდა წინასწარ,ვუყუროთ თამაშს და ვუგულშემატკივროთ, მოგების შემდეგ კი ვიზეიმოთ.
ნუ თარსავთ გუნდს, ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო, ჭკვიან ქართველს უთქვავს….
მიდი ვალოდია
2-3 რომადან რაჯა და დზეკო ბარსადან მესი დუბლი ერთი სურო
მიდი ვალო დაანახე ყველას როგორი მაგარი ტაქტიკოსიც ხარ
მიდი ვალიკოოო