ლუის სუარესი

სეზონი კლუბში: 1954-1961

თამაში: 216

გოლი: 114


ესპანეთის ფეხბურთის ერთ–ერთ დიად ოსტატად მიჩნეული, ლუის სუარესი(ლა კორონია, 1935), "ბარსას" ერთ–ერთი ვარსკვლავი იყო 50–იანი წლების ბოლოს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი კარიერის ყველაზე წარმატებული და დიდებული პერიოდი იყო მაშინ, როცა იგი "ბარსას" რიგებში უკვე აღარ ირიცხებოდა.

"ოქროს გალისიელი" კატალონიურმა მხარემ "დეპორტივოსგან" შეიძინა. მას, როგორც ფეხბურთელს, ყველაფერი გააჩნდა რასაც კაცი მოისურვებდა: გასაოცარი მონაცემები, ბრწყინვალე დრიბლინგი, ხედვის საოცარი უნარი და მეკარეებისთვის შიშისმომგვრელი დარტყმა. მაგრამ ლუისი ძირითადად აღნიშნული იყო მისი ელეგანტური სტილის გამო, მასზე ხშირად ამბობდნენ, რომ ისეთი მოხდენილი ფეხბურთელი იყო, თავისუფლად ითამაშებდა სასადილო ჟაკეტშიც.

"ბარსას" და შემდეგ მენეჯერ ელენიო ჰერერას დიდი წვლილი აქვთ შეტანილი გალისიელი ფეხბურთელის აღზევებაში. სუარესი ყოველთვის მედიის ცენტრში იყო, ხოლო "ბარსას" ფანები ორ ნაწილად იყვნენ დაყოფილნი, ერთი მხარე კუბალას თავდაუვიწყარი გულშემატკივარი იყო, მეორე ლუის სუარესის, მიუხედავად ამისა, ორივე ფეხბურთელს გუნდის დანარჩენ წევრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

1961 წელს, მას შემდეგ, რაც ლუისმა "ოქროს ბურთი" მოიგო, კლუბი მძიმე ფინანსურ პრობლემებში ჩავარდა და იძულებული გახდა კლუბის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ინტერის "მილანში" გაეშვა 25 მილიონად. კლუბმა ამის გასაკეთებლად მეტად არახელსაყრელი დრო აირჩია, ვინაიდან ტრანსფერის შესრულებამდე 5 დღით ადრე, "ბარსამ" ბაზელში წააგო ევროპის თასის ფინალი "ბენფიკასთან" და ამდენი უსიამოვნება ერთად რთული გადასატანი აღმოჩნდა.

რაც შეეხება სუარესს, მან იტალიაში გაიბრწყინა, მოიგო რა ევროპის თასი ორჯერ და ადგილობრივი ტიტულების მთელი დასტა.


ტიტულები

უეფას თასი – 1955–58, 1958–60

ესპანეთის ჩემპიონატი – 1958-59, 1959-60

ესპანეთის ჩემპიონატი – 1956-57, 1958-59