workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
27

ჯესი ბისივუ

directions_run თავდამსხმელი ბელგია დროშაბელგია cake 18 წლის
0 თამაში
0 გოლი
0 ასისტი
0 გოლი+ასისტი

ჯესი ბისივუ არის ბელგიელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც კატალონიურ “ბარსელონაში” თამაშობს.

ადრეული წლები და “ბრიუგე”

ჯესი 2008 წლის 22 იანვარს ბელგიაში დაიბადა. მისი საფეხბურთო გზა 2014 წელს “ლუვენში” დაიწყო, სადაც 2020 წლამდე დარჩა, შემდეგ კი “ბრიუგეს” შეუერთდა. 2023 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ 15 წლის იყო, “ბრიუგეს” სარეზერვო გუნდ “კლუბ ნქსტ-ში” (Club NXT) დაიწყო გამოსვლა და ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში 36 თამაში ჩაატარა.

მან ასევე ითამაშა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში “ბრიუგეს” 19-წლამდელთა გუნდის რიგებში 2024/25 და 2025/26 წლების სეზონებში, სადაც 14 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

ტრანსფერი “ბარსელონაში”

2026 წლის ზაფხულში პერსპექტიული ბელგიელი მოთამაშე კატალონიურ “ბარსელონას” შეუერთდა.

სანაკრებო კარიერა

საერთაშორისო დონეზე ბისივუ ბელგიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა. მან დიდი ყურადღება მიიპყრო 2025 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ბელგიის ნაკრებთან ერთად ნახევარფინალს მიაღწია და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.