7

ფერან ტორეს გარსია

directions_run თავდამსხმელი ესპანეთიესპანეთი cake 26 წლის
206 თამაში
65 გოლი
22 ასისტი
87 გოლი+ასისტი
* სტატისტიკის ბოლო განახლება: 23.05.26

ბიოგრაფია

2000 წლის 29 თებერვალს ფოიოსში (ვალენსია) დაბადებულმა ფერან ტორესმა ფეხბურთის თამაში ადრეულ ასაკშივე დაიწყო. თავდაპირველად მას ფუტსალი იზიდავდა. ფეხბურთელმა “ვალენსიის” აკადემიის ყურადღება მალევე მიიპყრო. ის მხოლოდ 7 წლის იყო, როდესაც “ღამურების” მაისურით პირველად ითამაშა.

მას შემდეგ ფერან ტორესის კარიერა ელვისებური სისწრაფით ვითარდებოდა. მან “ვალენსიას” აკადემია გაიარა და 2017 წლის 16 დეკემბერს ლა ლიგაში პირველი გუნდის მაისურითაც ითამაშა. ეს “ეიბართან” მატჩში მოხდა და ფერან ტორესი გახდა 2000 წლის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა. რამდენიმე დღით ადრე კი, 30 ნოემბერს, ფერანს ესპანეთის თასზე “სარაგოსას” წინააღმდეგ უკვე ნათამაშები ჰქონდა. სწორედ ეს იყო მისი დებიუტი “ვალენსიის” პირველ გუნდში.

ფერან ტორესი “ვალენსიას” მნიშვნელოვან წევრად მალევე იქცა და “ღამურების” შემადგენლობაში 97 თამაშის ჩატარებაც მოახერხა, რის შემდეგაც მას პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტიში” უხმო.

ფერანი ვალენსიიდან მანჩესტერში, ასევე ფლანგიდან შეტევის ცენტრში გადავიდა. პირველივე სეზონში მან 30 თამაშში 1 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა და ქვეყნის ლიგის თასი მოიგო.

2021/22 წლებს სეზონში ფერან ტორესმა “ქალაქელების” რიგებში 7 თამაშის ჩატარება და 3 გოლის გატანა მოასწრო, რის შემდეგაც “ბარსელონას” შემოუერთდა.

მიღწევები და ტიტულები

ბარსელონა ბარსელონა
ესპანეთის ჩემპიონატი (3) 2022/23, 2024/25, 2025/26
ესპანეთის თასი 2024/25
ესპანეთის სუპერ თასი (3) 2022/23, 2024/25, 2025/26
მანჩესტერ სიტი მანჩესტერ სიტი
ინგლისის ჩემპიონატი 2020/21
ინგლისის ლიგის თასი 2020/21
ვალენსია ვალენსია
ესპანეთის თასი 2018/19
ესპანეთის ნაკრებიესპანეთის ნაკრები
ევროპის ჩემპიონატი 2024
უეფას ერთა ლიგა 2022/23
მსოფლიო ჩემპიონატი 2026