წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 დეკემბერს მოხდა.
თამაშები
30 დეკემბერს “ბარსელონამ” 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს და 2 წააგეს.
1974 წელი
იოჰან კრუიფმა კარიერაში მე-3 და “ბარსელონას” ფეხბურთელობის დროს მე-2 “ოქროს ბურთი” მოიგო. მეორე ადგილზე “ბაიერნიდან” ფრანც ბეკენბაუერი, ხოლო მესამეზე ვარშავას “ლეგიადან” კაზიმეჟ დეინა გავიდნენ.
ეგ ლეგიიდან სიტიში გადავიდა, ნაკრებში კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და მსოფლიო ჩემპიონატზე 1974 წელს ანუ იმ წელს როცა ოქროს ბურთზე იქნა ნომინირებული, ბრინჯაოს მედალი აიღო. იყო საუკეთესო ბომბარდირი ოლიმპიადაზე 9 გოლით.
ის 90-იან წლებში პოლონეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ლეგიაში კი მისი 10 ნომერი გაუქმებულია. ანუ მის სახელზეა მიმაგრებული.
მაგრამ ახლა ალბათ ახალი გამოკითხვა ჩატარდება და ლევანდოვსკის გადასცემენ ამ საუკუნის საუკეთესოს.
.
ეჰ რა დრო იყო შეიძლებოდა ლეგიაში გეთამაშა და ოქროს ბურთზე ყოფილიყავი ნომინირებული