მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 18 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 18 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

18 დეკემბერს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

2010 წელი

“ბარსელონამ” “ესპანიოლთან” სტუმრად გამართული დერბი 5-1 მოიგო. “ბლაუგრანას” მხრიდან გოლები პედრომ (2), ვილიამ (2) და ჩავიმ გაიტანეს.

2011 წელი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “ბარსელონამ” ბრაზილიური “სანტოსი” 4-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), ჩავიმ და ფაბრეგასმა გაიტანეს.

2018 წელი

ლიონელ მესიმ თავისი მე-5 “ოქროს ბუცი” წარადგინა.

2019 წელი

2002 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ “ელ კლასიკო” უგოლოდ დასრულდა.

2021 წელი

“ელჩესთან” 3-2 მოგებულ შეხვედრაში გავიმ “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

2022 წელი

ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 18 დეკ 2021, 15:39

    2018 წელი
    ლიონელ მესიმ თავისი მე-5 "ოქროს ბუცი" წარადგინა.

    მე-5 ბურთი თუ არა ვცდები ლეომ 2015-ში წარადგინა. მე-6 2019-ში, მე-7 კი წელს 2021-ში.
    2018-ში ოქროს ბურთი მოდრიჩმა მიიღო.