ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 16 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 16 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

16 დეკემბერს “ბარსელონამ” 22 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 14 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1906 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი მარტი ვანტოლრა. კატალონიურ გუნდში ის 1933-1937 წლებში თამაშობდა.

1971 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ივან იგლესიასი. 1993-1995 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 73 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

1990 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “კადისი” 2-0 დაამარცხა. ამ მატჩში “ბლაუგრანას” მაისურით პეპ გვარდიოლას დებიუტი შედგა.

1992 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდი ნიდერლანდელი ყოფილი შემტევი ლიეკე მარტენსი.

1993 წელი

ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ”  და “რეალ მადრიდმა” “კამპ ნოუზე” 1-1 ითამაშეს. ორი შეხვედრის ჯამში “ბლაუგრანამ” 2-4 წააგო.

2009 წელი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში “ატლანტეს” კარის აღებით პედრო ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გოლი 6 სხვადასხვა ტურნირზე გაიტანა.

2018 წელი

“ბარსელონამ” “ლევანტე” 5-0 გაანადგურა. ლიონელ მესიმ აქტივში 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 16 დეკ 2021, 21:43

    ციტატა: El pistolero 9
    აი პედრო ხომ არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებულად ტექნიკური ფეხბურთელი და მსოფლიო ტალანტი, მაგრამ შრომით ტიპმა რამდენს მიაღწია. რამდენი უნიჭიერესი ფეხბურთელია ახლა გუნდში და კარიერულად ნახევარი პედროს დონეზე ვერც ავა


    100%-იანი ხარ. კარიერაც კი გადამწყვეტი გოლით დაამთავრა ბარსაში, თანაც თბილისში.

  • El pistolero 9
    schedule 16 დეკ 2021, 14:56

    აი პედრო ხომ არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებულად ტექნიკური ფეხბურთელი და მსოფლიო ტალანტი, მაგრამ შრომით ტიპმა რამდენს მიაღწია. რამდენი უნიჭიერესი ფეხბურთელია ახლა გუნდში და კარიერულად ნახევარი პედროს დონეზე ვერც ავა