ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 10 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 10 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 10 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

10 დეკემბერს “ბარსელონამ” 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1967 წელი

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა. სტუმართაგან გოლი სალდუამ გაიტანა.

1981 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ბრაზილიელი ნახევარმცველი ფაბიო როშემბაკი. 2001-2003 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 71 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

2010 წელი

“ბარსელონა” Qatar Foundation-ს 150 მილიონიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ეს იყო მაისურზე დატანილ რეკლამაზე კლუბის ისტორიაში პირველი ანაზღაურებადი თანამშრომლობა.

2011 წელი

მადრიდში გამართულ “ელ კლასიკოში” ქარიმ ბენზემამ მასპინძლები 21-ე წამზე დააწინაურა, მაგრამ ალექსის სანჩესის, ჩავისა და სესკ ფაბრეგასის გოლებით “ბარსელონამ” 3-1 მოიგო.

2014 წელი

მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა ერთ მატჩში გოლები პირველად გაიტანეს. ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა, როდესაც “ბარსელონამ” “პარი სენ-ჟერმენი” 3-1 დაამარცხა.

“ბარსელონასთვის” ეს ჩემპიონთა ლიგაზე 150-ე მოგება იყო.

2019 წელი

მილანის “ინტერთან” გამართულ შეხვედრაში გატანით ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. მან ეს 17 წლისა და 40 დღის ასაკში მოახერხა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 10 დეკ 2021, 16:21

    "2010 წელი
    "ბარსელონა" Qatar Foundation-ს 150 მილიონიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ეს იყო მაისურზე დატანილ რეკლამაზე კლუბის ისტორიაში პირველი ანაზღაურებადი თანამშრომლობა."

    რა დრო იყო, ისეთი ბარსელონა იყო რო ყველა ეხვეწებოდნენ რეკლამის განთავსებას.