მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 3 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 3 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 დეკემბერი მოხდა.

თამაშები

3 დეკემბერი “ბარსელონამ” 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1981 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ვილია. 2010-2013 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 120 თამაში ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. ვილიამ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

2016 წელი

“კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.

2020 წელი

ანსუ ფატი “ბარსელონას” კლუბის წევრი (Soci) გახდა. მან საწევრო ბარათი კლუბის მმართველი კომისიის თავმჯდომარისგან, კარლეს ტუსკეტსისგან მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 03 დეკ 2021, 16:53

    სწორედ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიიღო ის ტრამვა, რომლისგან ვეღარ გამოვიდა და ძველი ფორმა ვეღარ დაიბრუნა. ესეც სუარესივით მუქთად 5 მილიონად გავატანეთ ატლეტიკოს.

  • Albicelecte
    schedule 03 დეკ 2021, 15:58

    ელ გუაძე, ნაგლი და ჟილკიანი ხიხო, რა კარგად მახსოვს მაგისი გოლი 2011 წლის ფინალში;
    ალბათ ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო მაგ ფინალის შემადგენლობა

  • LM10RG10
    schedule 03 დეკ 2021, 10:30

    El Guaje❤Happy Birthday Legend🥰🎊

  • La Pulga10
    schedule 03 დეკ 2021, 10:21

    ვილა გვყავდეს ახლა და რაღა გვიჭირს.