წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
26 ნოემბერს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1933 წელი
“ბარსელონამ” ზედიზედ მე-5 მოუგებელი “ელ კლასიკო” ჩაატარა. “ლეს კორტსზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლები ანგარიშით 1-2 დამარცხდნენ.
1961 წელი
ლა ლიგაში “ელჩესთან” 3-2 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლადისლაო კუბალას დებიუტი შედგა.
1972 წელი
ხიხონის “სპორტინგთან” ნათამაშები 1-1 “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-200 ფრე გამოდგა.
1989 წელი
ხიხონის “სპორტინგთან” 2-0 მოგებული შეხვედრა ანდონი სუბისარეტასთვის ლა ლიგაში მე-300 თამაში გამოდგა.
2013 წელი
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე 250-ე თამაში ჩაატარა, რომელიც “აიაქსთან” ამსტერდამში 1-2 წააგო. სტუმართაგან გოლი ჩავიმ გაიტანა.
2025 წელი
“ბრესტთან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
26 ნოემბერს "ბარსელონამ" 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
დამარჩენ 7-ში რა ქნეს?