ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

22 ნოემბერს “ბარსელონამ” 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1877 წელი

დაიბადა “ბარსელონას” დამაარსებელი ჰანს (ჟოან) გამპერი.

1903 წელი

კატალონიის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “სალუტი” 10-0 გაანადგურა. გოლები კომამალამ (4), სტაინბერგმა (3), ლასალეტამ (2) და ფორნსმა გაიტანეს.

1948 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (2003) რადომირ ანტიჩი.

1996 წელი

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ჟოზე მოურინიომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ლუიშ ფიგუს სიმულაციასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა: “საკმარისია! კვირიდან კვირამდე გვიწევს შევეგუოთ იმ ადამიანების ბრალდებებს, რომლებიც ჩვენი თამაშის წინ მსაჯებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.”

1996 წელი

“ბარსელონას” მცველმა, ალბერ ფერერმა დაადასტურა, რომ მან “რეალ მადრიდისგან” მიმზიდველი შეთავაზება მიიღო.

1997 წელი

ოვიედოსთან” სტუმრად ანგარიშით 0-1 წაგება “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-500 მარცხი იყო.

2014 წელი

ტელმო სარას გადასწრებით ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. “სევილიასთან” 5-1 მოგებულ შეხვედრაში მან თავი 3-ჯერ გამოიჩინა. მისთვის ეს ლა ლიგაში შესრულებული მე-20 ჰეთ თრიქი იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2021, 20:00

    2014 წელი
    ტელმო სარას გადასწრებით ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "სევილიასთან" 5-1 მოგებულ შეხვედრაში მან თავი 3-ჯერ გამოიჩინა. მისთვის ეს ლა ლიგაში შესრულებული მე-20 ჰეთ თრიქი იყო.

    სურათზე ეს მომენტია ასახული, მილოცვები.

  • C.PC5
    schedule 22 ნოე 2021, 12:18

    თითქოს აგერ ახლა იყო😭