წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 10 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
10 ნოემბერს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1907 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი პატრისი არნაუ. 1925-1934 წლებში მან “ბლაუგრანაში” 3 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1999 წელი
პორტუგალიის ქალაქ ვიზეუში დაიბადა ჟოაუ ფელიში. შემტევი “ბარსელონაში” 2023/24 წლების სეზონში, “ატლეტიკოდან” იჯარით თამაშობდა.
ფელიშმა კატალონიური გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მისი გამარჯვების გოლი ყოფილი კლუბის, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ 2023 წლის დეკემბერში.
2009 წელი
“ბარსელონას” ყოფილმა გერმანელმა მეკარემ, რობერტ ენკემ 32 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
2010 წელი
ესპანეთის თასზე “სეუტასთან” 5-1 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონაში” სერჟი რობერტოს დებიუტი შედგა.
2021 წელი
“ბარსელონამ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2022 წლიდან League of Legends-ის ესპანეთის უმაღლეს კიბერსპორტულ ჩემპიონატში, Superliga-ში იასპარეზებდა.
კლუბისთვის ეს კიბერსპორტის მიმართულებით გაფართოების მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. შეიქმნა პროფესიონალური გუნდი, რომელიც სპეციალურად ამ თამაშისთვის იყო განკუთვნილი.
2025 წელი
10 ნოემბრის დილით ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეო, რომლებშიც იგი რეკონსტრუქციის პროცესში მყოფ “კამპ ნოუზე” იმყოფებოდა.
არგენტინელი სტადიონს წინა ღამით, 9 ნოემბერს ეწვია. მისი ვიზიტი წინასწარ შეთანხმებული ოფიციალური ღონისძიება არ ყოფილა.
10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში მესიმ აღნიშნა, რომ ძალიან ენატრებოდა ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ბედნიერი იყო. მან გამოთქვა სურვილი, ერთ დღეს “ბარსელონაში” დაბრუნებულიყო და ეს მხოლოდ გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ჩასატარებლად არ მომხდარიყო.
კლუბმა მესის სტუმრობას საჯაროდ გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ იგი თავის სახლში ყოველთვის სასურველი სტუმარია.
ამ ამბავმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან 2021 წელს წასვლის შემდეგ მესის “ბარსელონას” გულშემატკივრებთან სათანადოდ დამშვიდობების შესაძლებლობა არ ჰქონია.




2021 წელი.
ჩავიმ გუნდში ახალი 10 წესი შემოიღო.